Madworld

"მე ფართლეულის მაღაზიიდან გითვალთვალებდი, დედოფალო, როდესაც რბილი, იმედიანი ნაბიჯით მიდიოდი აღმართში.
სიტყვიერადაც ხომ არაფერს დაამატებთ მაშინდელ ღიმილს?
სიტყვა ვერ ახსნის ღიმილს, დედოფალო.
ოსტატი პირზე ღიმილით მოკვდა, რადგან იცოდა, რომ ქვის დედოფალი ნამდვილზე ნამდვილი იყო.
რა შეუვალი რწმენა ახლდა შენს სიარულს!
ასე ხომ მთელ სუფთა ჰაერს მარტო თქვენ შეისუნთქავთ და სხვას აღარაფერს დაუტოვებთ.
მე თქვენ მიყვარხართ, დედოფალო, და ეს იქნება ბოლო ფრაზა,რომელსაც თქვენობით გეტყვით.”

1 note